რეგიონი
მერაბ ქვარაია ბიუროში მოქალაქეებს იღებს
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ბიუროში მოქალაქეების მიღება დაიწყო. ის გუშინ წინასწარ ჩაწერილ ადგილობრივებს, დღეს კი მერის მრჩეველთა საბჭოს ყოფილ წევრებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვარაია ზუგდიდში კიდევ ორი დღის განმავლობაში დარჩება და მასთან შეხვედრა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.



ფოტო: მერაბ ქვარაია მაჟორიტარი დეპუტატის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი


„ზუგდიდის მაჟორიტარი ყოველი თვის ბოლოს ჩამოდის ზუგდიდში და დღის განმავლობაში ბიუროშია. ნებისმიერ ზუგდიდელს შეუძლია, რომ მოვიდეს და განცხადება დატოვოს მის სახელზე ან პირადად შეხვდნენ და ესაუბრონ მას“, - განუცხადეს რადიო „ათინათს“ ბიუროს პრესსამსახურში.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო 21 აპრილს გაიხსნა და ის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული.

ამავე თემაზე:
ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიურო გაიხსნა (ვიდეო)
Print