რეგიონი
სტიქიამ ჩხოროწყუში სახლები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა
ჩხოროწყუს რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა. გამგებლის დავით გოგუას ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები სოფლებში ჭოღასა და მუხურში შექმნა.

,,ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ათეული სახლი დაიტბორა, წყალი შენობების პირველ სართულებზე შევარდა. ადიდებულმა მდინარე ოჩხომურმა რამდენიმე ჰექტარი მიწა წაიღო. ძირითდად ინფრასტრუქტურული ზარალი გვაქვს. დაზიანებულია ჯებირები და საცალფეხო ხიდები ‘’, - უთხრა რადიო "ათინათს" გოგუამ.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

სამეგრელოში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმს.

ამავე თემაზე:

წალენჯიხის სოფელ ობუჯში ადიდებულმა მდინარემ გაბიონი წაიღო
Print