რეგიონი
13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
2015 წლის 13 ივნისს თბილისში სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის" პარკი.

სტიქიის შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა. ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გარდაცვლილებს შორის ორი ხობიდან და ერთი ზუგდიდიდან იყო. სტიქიას ასევე, ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც.

Print