ახალი ამბები
სოფელ ფახულანის ქალაღალის უბანი გარესამყაროს მოწყდა (ვიდეო)
წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის ქალაღალის უბანი სტიქიის შედეგად ადმინისტრაციულ ცენტრს მოწყდა. აღნიშნულ უბანში 16- ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მათი ინფორმაციით, მესამე დღეა, რაც სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩაიშალა.



ამ წუთებში ადგილზე ტრაქტორი მუშაობს. სოფლის გამგებლის თქმით, ამ დრომდე სამუშაოების განხორციელება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.


Print