ახალი ამბები
მდინარე ენგურის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 2 754 848 ლარი დაიხარჯება
მდინარე ენგურის კალაპოტზე სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემურ კერებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. შესაბამისი სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.

შამგონაში, კოკში, ორსანტიასა და ტყაიაში აღნიშნული სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობა 2, 754, 848 ლარს გამოყოფს.



,,ძლიერი წვიმების დროს მდინარე ენგურმა შამგონაში, კოკში, ორსანტიასა და ტყაიაში პრობლემები შეგვიქმნა, არსებობდა საფრთხე მდინარეს კალაპოტი გაერღვია და მოსახლეობა დაეზარალებინა...ეს პრობლემა გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს და ჩვენი რეაგირებაც შესაბამისად მყისიერია”, - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ.

ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა განსაკუთრებული საშიშროება სოფელ ტყაიაში შექმნა. ამინდის გაუარესების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო, რომ მდინარეს კალაპოტი გაერღვია და მიმდებარე სოფლების ნაწილი დაეტბორა.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფაქტის დადგომის შემთხვევაში, ადიდებული მდინარე ასობით სახლ - კარს წალეკავდა, რასაც შესაძლოა, მსხვერპლიც მოჰყოლოდა. 

ამავე თემაზე:

მინისტრის მოადგილე: ტყაიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს დროში დაიწყება (ვიდეო)

გამგებლის წარმომადგენელი: იყო საშიშროება ენგურს კალაპოტი გაერღვია
Print