ახალი ამბები
ურთაში ადიდებულმა ღელემ სახნავ-სათესი სავარგულები დატბორა (ვიდეო)
ძლიერი წვიმის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში ღელე ადიდდა და მიმდებარე ტერიტორა დატბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, წყლით დაფარულია სახნავ-სათესი სავარგულები: თხილანრები, სათბური და საყანე ფართობები. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ტერიტორიის გაწმენდას.

"ცუდი სიტუაციაა, ჩვენ ვერ დავუკავშირდით ადგილობრივ ხელისუფლებას. არავინ მოსულა აქ", - უთხრეს მათ რადიო "ათინათს".



თავის მხრივ, ურთას გამგებლის თქმით, დღის განმავლობაში ის სტიქიის რამდენიმე ზონაში მივიდა.

"კონკრეტულად, რომელ ადგილს გულისხმობთ, არ ვიცი, თუმცა, მე ვიყავი რამდენიმე ადგილას, სადაც ადიდებულმა ღელემ გზა ჩახერგა", - თქვა ბადრი ნინუამ.

დღესვე, ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ცაცხვსა და ცაიშში. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და შიდა საუბნო გზები. ჩაიხერგა სასაფლაომდე მისასვლელი გზაც.

ამავე თემაზე:

დატბორილი ეზოები და შიდა საუბნო გზები - სტიქია ცაცხვსა და ცაიშში
Print