რეგიონი
საქართველოში ექსტრადირებისთვის უკრაინაში კოხტა კოდუა დააკავეს
უკრაინაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე კოხტა კოდუა დააკავეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით შეუფარდა.

კოხტა კოდუა 2014 წლის იანვარსა და მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილითა, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ჯამში 15 წლით განესაზღვრა.

უწყების ცნობით, ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ე.წ. "კასრების საქმეზე" პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

კოხტა კოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სერგო თეთრაძის საქმეზე ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუესაჯათ
Print