რუბრიკები
ე.წ. "კასრების საქმეზე" პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ე.წ. "კასრების საქმესთან" დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალებს. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ: "17 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ნაჩვენებია წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაქტები, საქართველოს მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ 2013 წლის 15 ივნისს დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების, უკანონოდ შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა ზუგდიდის რაიონის, სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ნანახი იქნა მიწაში დამარხული რვა კასრი, რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირები. ამოღებულ ვიდეოფირებზე აღმოჩნდა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნულ პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო კამერით იღებდა კოხტა კოდუა. წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და საქმესთან ერთად წარიმართა არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოფირები გადაეცა დაცვის მხარესაც. აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ:მეგისი ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მათ საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. კობა თოდუა ცნობილ იქნა დამნაშავედ - სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. კ.თოდუას საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თემურ უბირია ცნობილ იქნა დამნაშავედ - სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას და მას საბოლოო სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პაატა ქირია, გურამ ჭითანავა, გიორგი ბულია ცნობილი იქნენ დამნაშავედ - სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მათ საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განესაზღვრათ. ირაკლი ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას და მას საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვის ვადით განესაზღვრა.რუსლან შამახია სამეგრელო ზემო-სვანეთის შს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც ბრალი ედებოდა სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, წარდგენილ ბრალდებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. ამჟამად მსჯავრდებულები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა. ასევე საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობდა დავით ჩაგინავას მიმართ, რომელიც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული იქნა საზღვარგარეთ და მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს რუსლან შამახიას გამტყუნებას, ასევე წამებასა და გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმებას,"-აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.