ახალი ამბები
მესტიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
მესტიაში უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფრომაციით, ამ დროისთვის ვითარება დასტაბილურდა სტიქიის ყველა ზონაში. თუმცა, რჩება წყალმომარაგების პრობლემა.

„ნახევარ მესტიას და რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება წყალი. ველოდებით წყალმომარაგების კომპანიიის თანამშომლებს, რომ, რაც შეიძლება დროულად მოხდეს წყლის მიწოდების აღდგენა. ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც, სამუშაოები მიმდინარეობს და მალე სრულად აღდგება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.



გამგებლის ცნობით, მულახის სოფლამდე მისასვლელი გზის მეორე მხარე აღდგენილია. მულახის სოფელი და იქ მცხოვრები 30-ზე მეტი ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. გარდა ამისა, მისი თქმით, საფრთხე აღარ არსებობს სოფელ მაზერში, სადაც წუხელ მეწყერი ჩამოწვა.

„ამ წუთებში მესტიაში აღარ წვიმს, მუშაობს შესაბამისი ტექნიკა“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.



მესტიაში მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემები შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, რამდენიმე თემში, მათ შორის, ბეჩოში, მულახსა და ლენჯერში წაღებულია ხიდები და გაბიონები. გარდა ამისა, დაზიანდა სავალი გზა. გარდა ამისა, გაზიანდა მშენებარე ჰესი.

ამავე თემაზე:

წაღებული ხიდები, დაზიანებული ჰესი და სავალი გზები - სტიქია მესტიაში
Print