ახალი ამბები
ჩილაჩავა:წყალკანალმა ჩასახლება ბალანსზე აიყვანა, პროცედურების დასრულებამდე უნდა გავიჭირვოთ
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლება საკუთარ ბალანსზე, ფაქტობრივად აიყვანა და ხვალ პროცედურული საკითხების მოგვარება დასრულდება. ჩილაჩავამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე დევნილებს წყლის მიწოდება არ აღუდგებათ.

„წყალი არა სამი დღის წინ, არამედ, გუშინ 12 საათზე გაუთიშეს. ძალინ ვწუხვარ, მაგრამ ხვალ დღის ბოლომდე ცოტა უნდა გავიჭირვოთ. მანამდე წყლის მიწოდების აღდგენის შანსი არ არის“, - აღნიშნა ჩილაჩავამ.


მისივე თქმით, დავალიანების გამო წყლის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. რაც შეეხება წყალკანალის გადაწყვეტილებას, დევნილებს ამის შესახებ შეატყობინებენ.



ამ წუთებში დევნილები ჩასახლების ეზოში აქციას მართავენ. ისინი წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ და დახმარებისთვის პრემიერ კვირიკაშვილსა და სახალხო დამცველს მიმართავენ.

ამავე თემაზე:

უწყლოდ დარჩენილი დევნილები დახმარებას პრემიერსა და სახალხო დამცველს სთხოვენ

წყალკანალის მიერ დევნილთა დასახლების ბალანსზე აყვანის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 20 000 ლარის ოდენობის დავალიანებას აპროტესტებენ (ვიდეო)

Print