რეგიონი
სასამართლოს ეზოში ბექა რუსიას ოჯახი დაკავებულის ახლობლებს დაუპირისპირდა (ვიდეო)
გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით გადაიდო. პროკურორმა დავით პაპავამ მოსამართლეს დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო თხოვა. პროცესიდან გამოსული რუსიას ახლობლები აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ დავით ჯალაღონის ოჯახის წევრებთან მივიდნენ და ჰკითხეს, თუ რატომ არ ითხოვდნენ ისინი ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას, რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა. ბრალდებულ დავით ჯალაღონიას დედის თქმით, მან დღეს გაიგო, რომ მისი შვილის ხელზე დენთის კვალი არ არის აღმოჩენილი.

„საქმის დეტალები არ ვიცოდი. დღეს გავიგე, რომ ჩემი შვილის ხელზე დენთის კვალი არ არის აღმოჩენილი. გვაქვს კითხვები, რომელსაც ჩვენს ადვოკატთან განვიხილავთ“, - ამბობს დაკავებულის დედა.

გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახის წევრების შელაპარაკებისას შეუძლოდ შეიქნა დავით ჯალაღონიას მამა. სასამართლო შენობის წინ მათ შორის კამათი ამ დრომდე გრძელდება.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

გარდაცვლილი რუსიას ოჯახი: არ გვაქვს იმედი რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ

რუსიების ადვოკატი: მოწმეზე ზეწოლა მიმდინარეობს

სახალხო დამცველი ბექა რუსიას ტელეფონის ჩანაწერებს შეისწავლის 

„რა დღეში ხარ“ - რუსიების ოჯახის ადვოკატი სავარაუდო მუქარაზე საუბრობს

მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახში გამომძიებლები იმყოფებიან

ბექა რუსიას საქმეზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

გარდაცვლილი წვევამდელის დედა: პროკურორი დაგვპირდა, რომ საქმის დეტალებს გაგვაცნობს

Print