ახალი ამბები
რუსიების ადვოკატი: მოწმეზე ზეწოლა მიმდინარეობს
სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატის როლანდ შონიას თქმით, საქმის ერთ-ერთ მოწმეზე, რომელიც იკითხება, ზეწოლა ხორციელდება.

მისი ინფორმაციით, მოწმის დაკითხვა ჯერ სამხარეო პოლიციაში მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს,

„მოწმის ნათესავებმა მაცნობეს, რომ ზეწოლა ხორციელდება მასზე. ისინი დაუკავშირდნენ მას და უთხრა, რომ გამოდიოდა, თუმცა მას შემდეგ არ ჩანს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. აღნიშნული მოწმე ფაქტობრივ გარემობებთან დაკავშირებით მიუთითა დაზარალებულმა“, - თქვა შონიამ.

მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია ბექა რუსიას მეგობარზე, რომელმაც ის მობილური, სადაც გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალა იყო, რუსიების ოჯახს გადასცა.

აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა დაედო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. მათი მტკიცებით, საქმეში ერთზე მეტი პირის დანაშაული იკვეთება. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

„რა დღეში ხარ“ - რუსიების ოჯახის ადვოკატი სავარაუდო მუქარაზე საუბრობს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.