ახალი ამბები
გარემოვაჭრეებს მაჟორიტართან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ (ვიდეო)
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ანგარიშის პრეზენტაცია უნდა დაიწყოს, ხმაურია. გარემოვაჭრეები შეხვედრაზე დასწრებას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

„საზოგადოებას ხვდება ქვარაია, ჩვენც ხომ საზოგადოების წევრები ვართ, რატომ არ გვიშვებენ“, - ამბობენ ისინი.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მოსახლეობას ანგარიში უნდა წარუდგინოს. შეხვედრა ამ წუთებში იწყება.

ამავე თემაზე:

გუბერნიაში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ხმაურის ფონზე წარიმართა (ვიდეო)

Print