ახალი ამბები
გუბერნიაში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ხმაურის ფონზე წარიმართა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გარემოვაჭრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა, რომელსაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე დაესწრნენ, დახურულ კარს მიღმა ხმაურის ფონზე შედგა.

გარემოვაჭრეების თქმით, მათ შეთანხმებას ვერც ამჯერად მიაღწიეს.

„ჩვენ ვთხოვეთ, რომ სანამ მარცხენა სანაპიროზე შესაბამისი კონსტრუქციები მოეწყობა, მოგვცენ ძველ ადგილზე მუშაობის გაგრძელების უფლება, რაზეც არ გვთანხმდებიან. არ დავმთობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - აღნიშნეს მათ.

თავის მხრივ, გუბერნატორმა ლევან შონიამ განაცხადა, რომ დათმობას არ აპირებენ.

„ჩვენ მათ დავპირდით, რომ ათ დღეში კონსტრუქციები მოეწყობა და შეუძლიათ განაგრძონ მუშაობა, თუმცა არ გვთანხმებიან. ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება, ამ ადგილიდან დავიწყებთ და ავკრძალავთ ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა“, - თქვა შონიამ.

გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები მერაბ ქვარაიას შეხვდნენ (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.