ახალი ამბები
TI: აბაშის მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე სავალდებულო ინფორმაციის მცირე ნაწილი ქვეყნდება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” აბაშის მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდების მუშაობის შესახებ მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი ინფორმაციის გამოქვეყნების ნუსხას და სრულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მხოლოდ 30%, ნაწილობრივ კი 15% ქვეყნდება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აბაშის საკრებულომ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, რომელიც, თავის მხრივ, მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალი სტანდარტის შესახებ.



„მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ და ა.შ.“, - აღნიშნულია ინფრომაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს აბაშის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

ამავე თემაზე:

TI: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის ნახევარი არ ქვეყნდება

Print