რეგიონი
კახა კუკავა საარჩევნო უბანთან გათავსებულ დროშებზე: ეს არის ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია (ვიდეო)
„შევარდნაძის დროიდან მახსოვს არჩევნები და მსგავსი არაფერი მინახავს, პირდაპირ საარჩევნო უბანთან იყოს გამოკიდებული პარტიის დროშები, არც საააკაშვილის დროს . ეს არის ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატიის მეექვსე წელიწადი“, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი კახა კუკავა ცაიშის #73 უბანთან „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ დროშების განთავსებას.

რაც შეეხება მათი პარტიის კანდიდატს, კუკავა ამბობს, რომ გოდერძი ბუკია არის ალტერნატივა იმ ამომრჩევლებისთვის, რომელსაც არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი.

„იმ ხალხს, რომელსაც არ მოსწონს დღევანდელი მთავრობა და არც მისი ევროპული ალტერნატივა, ჩვენ შევთავაზეთ რეალური ალტერნატივა. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ცაიშელები“, - აღნიშნა კუკავამ.

ცაიშის #73 საარჩევნო უბნის შესასვლელთან მმართველი პარტიის დროშები განათავსეს. ამომრჩევლებს უბანზე მისვლელად „ქართული ოცნების“ დროშებს შუა უწევთ გავლა. მოგვიანებით იქ „ევროპული საქართველოს“ მცირე ზომის დროშებიც მიიტანეს.



ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ამავე თემაზე:

ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)

ელენე ხოშტარია ცაიშის შუალედურ არჩევნებზე: მთავარი საფრთხე ხმის მიცემის ფარულობა იქნება

ცაცხვის საარჩევნო უბნის გარეთ მცირე ინციდენტი მოხდა

საიამ ცაიშის ერთ-ერთ უბანზე საჩივარი დაწერა

ამომრჩევლები „ქართული ოცნების“ დროშებს შორის(ფოტო)




Print