რეგიონი
საიამ ცაიშის ერთ-ერთ უბანზე საჩივარი დაწერა
ცაიშის #73 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელმა „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრის მიმართ საჩივარი დაწერა. საჩივრის მიხედვით, კომისიის წევრმა წილისყრის პროცესში არ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად ჩატარდა. სხვადასხვა უბანზე  კიდევ ორი მსგავისი საჩივარი დაიწერა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სიახლეა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება.

ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ამავე თემაზე:

ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)

ელენე ხოშტარია ცაიშის შუალედურ არჩევნებზე: მთავარი საფრთხე ხმის მიცემის ფარულობა იქნება

ცაცხვის საარჩევნო უბნის გარეთ მცირე ინციდენტი მოხდა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.