რეგიონი
ცესკო: 12 საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74% შეადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ცაიშის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად პირველად მიმდინარეობს, საკუთარი ნება 472 ადამიანმა გამოხატა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16, 74% შეადგენს.

საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს იყვნენ აქტიურები და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა.

ცაიშში სამივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სიახლეა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება.

ამავე თემაზე:

კახა კუკავა საარჩევნო უბანთან გათავსებულ დროშებზე: ეს არის ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია

ამომრჩევლები „ქართული ოცნების“ დროშებს შორის(ფოტო)

საიამ ცაიშის ერთ-ერთ უბანზე საჩივარი დაწერა

ცაცხვის საარჩევნო უბნის გარეთ მცირე ინციდენტი მოხდა





Print