ახალი ამბები
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
„ევროპული საქართველოს“ ცაიშის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი კუკავამ საკუთარი არჩევანი ცაცხვის 74-ე უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, მმართველი პარტიის დამარცხების გამოცდილება აქვს და ფიქრობს, რომ ამჯერადაც შეძლებს გამარჯვებას.

„ცაიშელებს მობეზრდათ „ქართული ოცნება“ და მე მზად ვარ, რომ ვიყო მათი წარმომადგენელი და მივიტანო მათი ხმა და აზრი საკრებულოში“, - აღნიშნა კუკავამ.

დღეს ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".


ამავე თემაზე:

ცესკო: 12 საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74% შეადგინა

საიამ ცაიშის ერთ-ერთ უბანზე საჩივარი დაწერა

ცაცხვის საარჩევნო უბნის გარეთ მცირე ინციდენტი მოხდა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)

საიამ ცაიშის ერთ-ერთ უბანზე საჩივარი დაწერა
Print