ახალი ამბები
26 მაისთან დაკავშირებით ზუგდიდში გზებზე შეზღუდვები სამი დღის განმავლობაში იქნება
ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 23:00 საათიდან მთლიანად ჩაიკეტება, გამსახურდიას გამზირი და თავისუფლების მოედანი, მიზეზი კი აღნიშნულ ტერიტორიაზე კონსტრუქციებისა და პავილიონების სამონტაჟო სამუშაოებია.



გამსახურდიას გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება 25 და 26 მაისსაც.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე წელს მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები იმართება თავისუფლების მოედანსა და ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს.


ამავე თემაზე:

სამეგრელოსა და მესტიაში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

რა ღონისძიებებით ხვდება ზუგდიდი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს
Print