რეგიონი
გალში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
წუხელ გალის რაიონში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგდამცემი ხაზები, ერთ-ერთი სახლის სახურავი, ორი ავტომობილი და მოგლიჯა ხეები. „გალ - ინფოს“ ცნობით, მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები.




სამუშაოებს გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაცია და კომპანია „ჩერნომორენერგო“ აწარმოებდნენ. ამავე ცნობით, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა.

Print
თეგები: სტიქია / გალი /