რეგიონი
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური: ჭუბერში სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ (ვიდეო)
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ჭუბერში სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამავე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

„უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჭუბერში სტიქია რამდენიმე საათის წინ დაიწყო.

ვიდეო: ფბ გვერდი: სვანეთის ხაიში


ამავე თემაზე:

ჭუბერის მაჟორიტარი დეპუტატი: ხალხში პანიკა შეინიშნება
Print