ახალი ამბები
ვითარება სტიქიის ზონაში - ჭუბერში მძიმე ტექნიკა მუშაობს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა მდინარე ნენსკრა ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო და სამაშველო სამსახურების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან.

უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა მდინარემ სოფელსი არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ამავე თემაზე:

მაშველებმა ჭუბერში მოზარდი გადაარჩინეს
Print