ახალი ამბები
საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტო: სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზეა (ვიდეო)
სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და შექმნილ სიტუაციას ყველა სამსახური აკონტროლებს.

ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა - თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან.

სოფელ ჭუბერში ამ დროისთვის 150 მაშველი იმყოფება.

ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანიც.

ამავე თემაზე:

მესტიის მერი: ამ დროისთვის საფრთხემ იკლო (ფოტო)
Print