რეგიონი
გარემოს მოწყვეტილი ლეკულმახელები შველას ითხოვენ
ჭუბერის თემის სოფელ ლეკულმახეში ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთი მათგანის ქეთო დადეშქელიანის ინფორმაციით, წაღებულია მოსახლის სოსო ჩხეტიანის სახლი. მისივე თქმით, ადიდებულმა მდინარემ საქონელი და სახნავ-სათესი სავარგულები წაიღო.

„განადგურებულია რამდენიმე სახლი, საფრთხეში ვართ, არავინ მოსულა ჩვენთან და ჩაკეტილები ვართ, ვერ გავდივართ აქედან. მდინარე ხან ერთ მხარეს გადადის, ხან მეორე მხარეს, უმძიმესი მდგომარეობაა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დადეშქელიანმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგიაც. ამასთან, სოფელში არ გამოჩენილან მაშველები.


ამავე თემაზე:

ადგილობრივები: მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდებულია
Print