ახალი ამბები
ჭუბერში ჩხეტიანების სახლის გადარჩენას ცდილობენ (ვიდეო)
ჭუბერის თემში სოფელ ლეკულმახეში ამ წუთებში ჩხეტიანების საცხოვრებელი სახლის გადასარჩენად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ხათუნა ჩხეტიანმა უთხრა, მოვარდნილმა მდინარემ ჩხეტიანების საოჯახო სასტუმრო უკვე წაიღო.

„ახლა მძიმე ტექნიკა ცდილობს, მდინარეს კალაპოტი შეუცვალოს და სახლი გადაარჩინოს დანგრევას“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარე შედარებით დაწყნარებულია. ელექტროენერგია კი სოფლის ნაწილს მიეწოდება. ამ წუთებში ჭუბერში არ წვიმს.

ამავე თემაზე:

გეოლოგი: სტიქიის პროვოცირება ხე-ტყის უსისტემო ჭრამ გამოიწვია
Print