ახალი ამბები
ნინო ვიბლიანი: ჭუბერში ვითარება სტაბილურია
ჭუბერში მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხეობაში ვითარება სტაბილურია. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო.

„მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ნაპირსამაგრი, გზის შენარჩუნების და მსგავსი ტიპის. სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია“, - აღნიშნა ვიბლიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო- ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

ფოტო: ლევან გაბეჩავა

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის გამო სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა
Print