რეგიონი
სამეგრელოს მუნიციპალიტეტები ჭუბერში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან
ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიტანა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დახმარება დაზარალებულებს საკუთარი სახსრებით გაუწიეს.

შემოსულ პროდუქტებს, დაზარალებულ ოჯახებში საგანგებო შტაბი გადაანაწილებს. პროდუქტების დარიგება სტიქიის ზონაში ორი დღეა მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საკვები პროდუქტები და სასმელი წყალი გუშინ გაუგზავნა. 



უხვი ნალექის შედეგად 5 ივნისს ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია, რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი და საავტომობილო გზა. მოვარდნილმა მდინარემ სახნავ-სათესი სავარგულები და სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ამავე თემაზე:

ნინო ვიბლიანი: ჭუბერში ვითარება სტაბილურია


Print