რეგიონი
ქართველი მოკრივე მერაბ თურქაძე აფხაზ იგორ ადლეიბასთან არ იასპარეზებს
ქართველმა სპორტსმენმა მერაბ თურქაძემ აფხაზ იგორ ადლეიბასთან ასპარეზობაზე უარი განაცხადა. ის რინგზე, სავარაუდოდ, სომეხ მიხაილ ავაკიანს დაუპირისპირდება, ამის შესახებ „სპუტნიკს“ აფხაზი სპორტსმენის მენეჯერმა ანდრეი ჩერეზოვმა განუცხადა.

«ჩვენ ვგეგმავთ მასთან ბრძოლის გამართვას, მაგრამ, უარი მივიღეთ. ჯერჯერობით, გუნდმა არ მიუთითა, თუ რა მიზეზით განაცხადა უარი», – თქვა ჩერეზოვმა.

აფხაზური მედიის ცნობით, პროფესიული ბოქსის საღამო 14 ივლისს ეკატერინბურგში გაიმართება. მანამდე აფხაზმა სპორტსმენტმა გამოცემას უთხრა, რომ ის მერაბ თურქაძესთან ასპარეზობას გეგმავდა, მას ძლიერ მეტოქედ მიიჩნევდა და ბრძოლისთვის ინტენსიურად ემზადებოდა.


ამავე თემაზე:

აფხაზი მოკრივე იგორ ადლეიბა ქართველ მერაბ თურქაძესთან იასპარეზებს


Print