რეგიონი
აფხაზი მოკრივე იგორ ადლეიბა ქართველ მერაბ თურქაძესთან იასპარეზებს
ახალგაზრდა აფხაზი მოკრივე იგორ ადლეიბა პროფესიული ბოქსის საღამოზე, რომელიც 14 ივლისს ეკატერინბურგში გაიმართება, ქართველ სპორტსმენს მერაბ თურქაძეს დაუპირისპირდება, წერს „სპუტნიკი“. 

„ჩემი მოწინააღმდეგე იქნება მოკრივე საქართველოდან, მერაბ თურქაძე. ის 29 წლისაა, მან შვიდი ბრძოლა ჩაატარა და მათგან ხუთში, გამარჯვება მოიპოვა. მე კი ჯერ სამი ბრძოლა და სამი გამარჯვება მაქვს. ჩვენ 63,5 კგ წონით კატეგორიაში ვიასპარეზებთ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი რეიტინგი გაუმჯობესდება“, - თქვა ადლეიბამ.

მან დასძინა რომ აქამდე ასეთ გამოცდილ მეტოქესთან ბრძოლა არ ჰქონია. ადლეიბამ აღნიშნა, რომ ქართველ სპორტსმენთან ასპარეზისთვის ისევე მოემზადება, როგორც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე, მეტოქის ფიზიკური თავისუბურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

გამოცემის ცნობით, იგორ ადლეიბა „აფხაზეთის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე რუსეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, კიკბოქსინგში მსოფლიო თასის მფლობელი, აფხაზეთის სპორტის ოსტატი და რუსეთის სპორტის ოსტატობის კანდიდატია“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.