ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ჭუბერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
ჭუბერში, სტიქიის ზონაში, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, მიმდინარეობს გადაუდებელი ნაპირსამაგრი, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები და დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა.
ადგილზე ამ დროისთვის, 60-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა, მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი და სახნავ-სათესი სავარგულები წაიღო. ნაწილობრივ და სრულად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.

ამავე თემაზე:

არასამთავრობო ორგანიზაციები ჭუბერის სტიქიაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

Print