ახალი ამბები
აგვისტოს ომის გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს
აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა საფლავები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზუგდიდის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს.

ისინი ბადრი ბერანძისა და დათო ჯიქიას საფლავებზე იმყოფებოდნენ და სერგეი გოროზიას ხსოვნას მისივე სახელობის სკვერსი მიაგეს პატივი.

მოგვიანებით, ადგილობრვი ხელისფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავზეც მივიდნენ.

„ დაღუპულ გმირებს შორის 3 ზუგდიდელი იყო, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს დაცვას შესწირა. მუნიციპალიტეტის მერია დაღუპული სამხედროების ოჯახებს ყოველწლიურად 1000 ლარს ურიცხავს, ეს ის მცირედია, რომლითაც ჩვენს თანადგომას გამოვხატავთ ამ ოჯახების მიმართ. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა, სწორედ, სამშობლოსთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ჩვენი ქვეყანა. ყველა ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ავაშენოთ ძლიერი, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენი შვილები ღირსეულ და გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ!“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავე თემაზე:

აგვისტოს ომის გმირები სამეგრელოდან (ვიდეო)
Print