ახალი ამბები
გალში 35-მდე სახლი დაიტბორა
გალში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრი და მისი შემოგარენი დაიტბორა. ინფორმაციას "სპუტნიკი" ავრცელებს. ამავე ცნობით, დატბორილია, დაახლოებით, 35-მდე სახლი. გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, გადაუღებლად სამი საათი წვიმდა. "ჯერ ვერ ვასახელებთ, რამდენს შეადგენს სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი", - თქვა მან. მისივე ინფორმაციით, წყლის ნაკადის გამო ე.წ. მთავრობის წარმომადგენლები შენობიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ.
Print