ახალი ამბები
სენაკის მერია: ჭალადიდში დამბის გარღვევის საშიშროებაა
სენაკის მერიის ინფორმაციით, შესაძლოა, ჭალადიდში ადიდებულმა მდინარემ დამბა გაარღვიოს. მერიაში ამბობენ, რომ, შესაბამისი სამსახურები ადგილზე მობილიზებულები არიან და საჭიროების შემთხვევაში, ჯარის დახმარების გამოყენებაზეც საუბრობენ.

რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას, ჯერჯერობით, მათივე თქმით, ამის საჭიროება არ არის.

სენაკი წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, განსაკუთრებით დააზარალა. მერიის ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ხიდი, დატბორილია სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებული და ზოგან ჩარეცხილია გზები.

ადგილზე ცენტრალური ხელისფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.


ამავე თემაზე:

აბაშის ორ სოფელში სტიქიის გამო ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
Print