ახალი ამბები
სამეგრელოდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში დღეს 9 შეტყობინება შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, 14:00 საათისთვის შესულია 9 შეტყობინება. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა 4 საცხოვრებელ სახლში აწარმოეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ასევე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო სასტუმრო "ოქროს საწმისის" მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე.

მარტვილში მსგავსი სამუშაოები სოფელ ბანძაში 3 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, სენაკში კი მეხანძრე - მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ სახლში სანიაღვრე არხიდან წყლის ამოტუმბითი სამუშაოები განახორციელეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველოს დამატებითი ძალებია მობილიზებული იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.

ამავე თემაზე:


მარტვილში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
Print