მულტიმედია
Echowaves - ფესტივალის მეორე დღე ანაკლიაში (ფოტო, ვიდეო)
ფესტივალის მეორე დღეს მსმენელის წინაშე ჰედლაინერები - ბრიტანელი მუსიკოსი Tricky, გერმანელი დიჯეები და პროდიუსერები Ben Klock და Marcel Dettmann წარდგნენ.

Taiyo სცენაზე ლაივ-სეტი შეასრულა გერმანელმა მუსიკოსმა კრისტიან ლოფლერმა.

„მოუთმენლად ველოდები ამ საღამოს, ვთვლი, რომ ეს შესანიშნავი ფესტივალია, რაზეც მეგობრებისგანაც ვიცი, რომლებიც ასევე უკრავენ დღეს. რამდენიმე ახალ კომპოზიციას შევასრულებ, რა თქმა უნდა ძველებსაც. მოხარული ვარ გამოვიდე სცენაზე, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ“, - თქვა მან.

დილიდან შესაძლებელი იყო სხვადასხვა ყოველდღიურ სპორტულ და გასართობ აქტივობებში, მათ შორის ფერების ფესტივალში მონაწილეობა.

დღეს ფესტივალის მთავარ სცენაზე Solomun-ი დაუკრავს. მისი გამოსვლა ღამის 03.30 ზე დაიწყება.

Print