რეგიონი
ზუგდიდის მერი: პარტიულ საკითხებზე და პროექტებზე ვისაუბრეთ
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრა "ქართული ოცნების" ლიდერებთან დასრულდა. როგორც პარლამეტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საბარი იყო რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ჟურნალისტების კითხვაზე განხორციელდება თუ არა საკადრო ცვლილებები და შეეხება თუ არა ის მერებს, მან თქვა, რომ ისინი არიან არჩეულები და შესაბამისად ასეთი რამე არ იგეგმება.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ პარტიულ შეხვედრებს ჩვენს აქტივთან. დღეს შეხვედრა გავმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლებთან, მერებსა და საკრებულის წევრებთან და ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული რეგიონში" - აღნიშნა კობახიძემ.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მაქსიმალური მუშაობისკენ მოუწოდეს.

"საუბარი იყო იმაზე, რომ ყველამ მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობასთვის კარგად, სწორად და სამართლიანად. შენიშვნები არ ყოფილა", - თქვა მან.

ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას ინფორმაციით, შეხვედრაზე პარტიული საკითხეზე, მუნიციპალურ პროგრამებზე და პროექტებზე.

,,ძირითადად იყო ეს. განვიხილეთ სამომავლი გეგმებიც",- აღნიშნა გოგიამ.

"ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისში შს მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ხობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ნაწილ-ნაწილ შეხვდნენ. აქ ასევე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია.



ამავე თემაზე:

"ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხვდებიან

მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს შეხვედრას დაპირდნენ






Print