რეგიონი
"ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხვდებიან
"ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისში მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, შს მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ხობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ნაწილ-ნაწილ ხვდებიან. შეხვერაზე ასევე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია.



მთავრობის წევრები უკვე გაესაუბრნენ ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.

"ზოგადი შეხვედრა იყო პარტიის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის საკრებულოს წევრებიც. საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. კიდევ ერთხელ გავიაზრეთ ის პასუხისმგებლობა, რაც მოსახლეობამ მოგვანიჭა", - თქვა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ.

შეხვედრიდან გამოსულმა ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერს ლაშა გოგიას, იგი შეხვედრიდან ჯერ არ გამოსულ და სავარაუდოდ იქ იმყოფება.

ამ წუთებში პარტიის ლიდერები ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ხვდებიან.

ამავე თემაზე:


მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს შეხვედრას დაპირდნენ






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.