პოლიტიკა
ირაკლი ღურწკაიას ფრაქცია „ევროპული საქართველო“ არ დაუტოვებია
პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ირაკლი ღურწკაია ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციას, ამ ეტაპზე, არ დატოვებს. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა. მისი თქმით, მიუხედავად პარტიასთან გარკვეული უთანხმოებისა, ის ყოფილ თანაგუნდელებთან თანამშრომლობას აპირებს.

„ჯერჯერობით, ვრჩები ფრაქციაში, დავესწრები საკრებულოს სხდომებს  და ვაპირებ ჩემი ქალაქის საკეთილდღეოდ ყველა ტრიბუნა გამოვიყენო. მათთან არა მხოლოდ პარტია, არამედ მეგობრობაც მაკავშირებს“, - გვითხრა ღურწკაიამ.

მან პარტია 10 ნოემბერს დატოვა. მაშინ ღურწკაიამ განაცხადა, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა პარტიის დატოვების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებნენ, რომ ღურწკაიაზე ზეწოლა „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა.

ამავე თემაზე:

ლელა ქებურია: ყველა მანიპულაციის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამთავრებულია

მერაბ ქვარაია: დადასტურდა, რომ „ევროპელები“ და „ნაციონალები“ ერთნი არიან (ვიდეო)

ირაკლი ღურწკაიას ვალები ჰქონდა, თუმცა ფულზე არ გაიყიდებოდა - ბათლომე შელია

ირაკლი ღურწკაიამ "ევროპული საქართველო" დატოვა

"ევროპული საქართველო": „ქართული ოცნება“ ჩვენი წევრის გადაბირებას ზეწოლით ცდილობს

 
Print