არჩევნები
ლელა ქებურია: ყველა მანიპულაციის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამთავრებულია
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნება“ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ქებურიას მტკიცებით, მმართველი პარტიიდან მათი გუნდის წევრებს აშინებენ, რადგან პარლამენტის წევრის თქმით, მეორე ტურზე „ევროპულ საქართველოში“ არსებულ რესურსში საფრთხეს გრძნობენ.

„ქართული ოცნება“ უკანანასკნელ დღეებს ითვლის და გვაქვს სახეზე ყველა ქმედება, დაშინება, მოსყიდვა, თითქმის ყველა უწყების ჩართულობა, სუს-ის და შსს-ის ჩათვლით. მათთვის ცნობილია, რომ ძალიან დიდი რესურსია და გადამწყვეტი „ევროპული საქართველო,“ ამიტომ მიმდინარეობს ჩვენს წევრებზე, მხარდამჭერებზე, საუბნო კომისიის წარმომადგენლებსა და ააიპ-ის თანამშრომლებზეც ზეწოლა და დაშინება, რომ მხარი დაუჭირონ მათ კანდიდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეუბნებიან, რომ სამსახურს დაკარგავენ“, - აღნიშნა ქებურიამ.

მისივე თქმით, ირაკლი ღურწკაიას განცხადება იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდაჭერა მისთვის მიუღებელია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ღურწკაიამ თავიდანვე იცოდა, რომ მემორანდუმის თანახმად, „ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს დაუჭერდა კანდიდატს ივანიშვილის წინააღმდეგ.

„გული მწყდება, რომ არ აღმოაჩნდა საკმარისი ნებისყოფა ამ ყველაფერს გამკლავებოდა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პირველი ტურის შემდეგ და ყველა გუნდის წევრის და მხარდამჭერისთვის იყო გაცხადებული, რომ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, ვინც გავიდოდა მეორე ტურში. ახალი არაფერია, რომ მათ ვუჭერთ მხარს, რადგან ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილია მთავარი საფრთხე და ნამდვილი ოპოზიციაც ასე უნდა მოიქცეს. ივანიშვილის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უნდა მანიპულაციები განახორციელონ, დამთავრებულია მათი ხელისუფლება. მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს, ყველანი მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი გადაწყვეტილება“, - თქვა ქებურიამ.

რაც შეეხება იმას, ელოდებიან თუ არა პარტიის სხვა წევრებისგან ირაკლი ღურწკაიას მსგავსად მათი რიგების დატოვებას, ქებურიამ განმარტა, რომ მისთვის ღურწკაიას გადაწყვეტილებაც მოულოდნელი იყო და თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, გაუძლებს თუ არა მსგავსი სახის ზეწოლას.

"ქართულ ოცნებაში" ამავე ბრალდებებს უკვე უპასუხეს. დღეს დილით მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებთან კომენტარი ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ გააკეთა და ყველანაირი ზეწოლა კატეგორიულად უარყო.

"ევროპული საქართველოდან" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. ღურწკაია ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის პარტიის დატოვების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.


ამავე თემაზე:

მერაბ ქვარაია: დადასტურდა, რომ „ევროპელები“ და „ნაციონალები“ ერთნი არიან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.