ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია: ხობში ჩვენი კოორდინატორი დააკავეს
გაერთიანებული ოპოზიციის სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, მეოთხე ბრიგადის ყოფილი მეთაური და ამჟამად ოპოზიციის კოორდინატორის ხობის ზედა ზონის სოფლებში ზურაბ შამათავა დააკავეს.

ზოდელავას თქმით, ყველა იმ სოფელში, სადაც კოორდინატორი შამათავა იყო, გრიგოლ ვაშაძემ ხმების დიდი რაოდენობით მოუგო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს.

ოპოზიციის ინფორმაციით, ხობში მათ კოორდინატორებს მმართველი პარტიის დავალებით აშინებენ, მათ შორის ზურაბ შამათავასაც, რომელიც, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, სამხარეო პოლიციის შენობაშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს კომენტარს რადიო „ათინათი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ამავე თემაზე:

მურთაზ ზოდელავა:გვაქვს ჩანაწერი, რომელშიც ისმის, თუ როგორ აშინებენ ჩვენს კოორდინატორს (ვიდეო)
Print