ახალი ამბები
მურთაზ ზოდელავა:გვაქვს ჩანაწერი, რომელშიც ისმის, თუ როგორ აშინებენ ჩვენს კოორდინატორს (ვიდეო)
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  ხობში მათ მხარდამჭერებსა და  კოორდინატორებს აშინებენ. ამის შესახებ, ოპოზიციური პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მურთაზ ზოდელავამ დღეს ზუგდიდში  გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ზოდელავა ამბობს, რომ მათი პარტიის წევრებსა და აქტივისტებზე ზეწოლას გია პერტია ახორციელებს, რომელიც  მისივე მტკიცებით, მრავალჯერ არის ნასამართლევი. ზოდელავას ინფორმაციით, არსებობს აუდიო ჩანაწერი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და მას პერტიას წინააღმდეგ შესაბამის უწყებებს წარუდგენენ.

"მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რამდენიმე დღეა გია პერტია ატერორებს ხობის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებს და წევრებს. ჩვენ მივმართეთ ხობის სამმართველოს თუმცა ეს ადამიანი კვლავ განაგრძობს  გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინებას. ერთ-ერთმა უშიშარმა ადამიანმა, რომელიც არის ყოფილი პოლიციელი, მოახერხა ჩაეწერა თუ როგორ ხდება მისი დატერორება, თუ როგორ ეუბნებიან  მას რომ არ იმოძრაოს და არ დაუჭიროს მხარი ოპოზიციას. ჩვენ ამ აუდიო ჩანაწერის წარდგენას ვაპირებთ ხობის სამმართველოში და მოვითხოვთ გია პერტიას შეჩერებას. შს მინისტრი იმყოფება აქ და იმის ნაცვლად მიხედოს ამ საქმეს, უტიფარ ტყუილებს გვთავაზობს. მინდა ვკითხო შს მინისტრს,  ვის მხარეს არის თადარიგის ოფიცრებისკენ, პოლიციის, ყოფილი პოლიციელის, თუ მრავალჯერ ნასამართლევი ბანდიტებისკენ?



სხვათა შორის გია პერტაიას განაჩენი დაუდგა 2016 წელსაც ამ ხელისუფლების პირობებში და მას ჩამოერთვა მართვის უფლება, თუმცა დღეს ის რა ავტომობილითაც გადაადგილდება დაფიქსირებულია და მისი წარდგენაც მოხდება პოლიციაში.

არსებობს უამრავი კითხვები მინისტრთან თუმცა ის დუმს, ან ილაპარაკოს ან წავიდეს და დაბრუნდეს თბილისში, იმ კაბინეტში საიდანაც უნდა იმართებოდეს ლეგიტიმურად და სწორად შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ შეიძლება შსს-ს ძველბიჭებთან ერთად "ჩაცუცქულმა" მინისტრმა მართოს", - ამბობს ზოდელავა.

ზოდელავას თქმით, აღნიშნულ აუდიო ჩანაწერის მოსმენისა და გავრცელების შესაძლებლობა ჟურნალისტებს, მისი პოლიციაში წარდგენის შემდეგ ექნებათ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2024
დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "აგენტების" კანონს აპროტესტებდნენ.
30 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებას "ქართული ოცნების" წევრებისადმი "აგენტების" კანონის მუხლობრივი განხილვის შესახებ.
30 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი მურთაზ ბოკუჩავა 2023 წლოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.