ახალი ამბები
გიორგი გახარია ზუგდიდში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ეცნობა
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლაა დაზიანებული. მისივე ინფორმაციით, სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა შს მინისტრი გიორგი გახარია.

წოწერიას ინფორმაციით, მერიის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ასევე ადგილზე იმყოფებიან "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები.

სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას. სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაზიანდა განმუხურში მდებარე ამფითეატრი. 

ქარის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

ამავე თემაზე:
ძლიერმა ქარმა განმუხურის ამფითეატრს სახურავი ახადა

სენაკში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა (ფოტო)


სენაკში დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
Print