რეგიონი
ზუგდიდში სტიქიის შედეგად 85-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა. ბოლო მონაცემებით, აქ 85-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა 6 საერთო საცხოვრებელი,  3 საჯარო სკოლა და 4 საბავშვო ბაღია დაზიანებული. მნიშვნელოვნად დაზიანდა  განმუხურში მდებარე ამფითეატრი.

მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა შს მინისტრი გიორგი გახარია. მან უკვე მოინახულა სოფელ ოქტომბერსა და რუხში სტიქიით დაზარალებული დევნილები, რომელთა საერთო საცხოვრებელ სახლსაც ქარმა სახურავი გადახადა.

ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს, "ენერგო- პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური აქტიურად ახორციელებს. სტიქიის  მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა ჩხოროწყუში, სენაკში, აბაშასა და ხობის მუნიციპალიტეტებში. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ფოთსაც.
Print