რეგიონი
გიორგი გახარია ზუგდიდში: უახლოეს პერიოდში დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ოქტომბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული დევნილები მოინახულა. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება და პროცესი პირად კონტროლზე იქნება აყვანილი.

"ყველაზე რთული ვითარება სამწუხაროდ აქ არის ოქტომბერში. სტიქიამ დააზიანა დევნილების კომპაქტური ჩასახლება და საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ახლა ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიცვათ წვიმისგან ეს ხალხი და უახლოეს პერიოდში დავიწყოთ სარემონტო სამუშაოები. ეს ყველაფერი იქნება კონტროლზე აყვანილი, რომ არ მოხდეს დროში გაჭიმვა. ისედაც განსაცდელში და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს კიდევ სტიქიით გამოწვეული დამატებითი პრობლემები არ უნდა შეექმნათ. სენაკშიც მსგავსი ვითარებაა. დაზიანებულია კერძო სახლები, მაგრამ ეს მოგვარებადია უფრო სწრაფად დავეხმარებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
alt
ძლიერმა ქარმა სოფელ ოქტომბერში დევნილთა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

მინისტრი სტიქიის შედეგებს სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში დილიდან ეცნობა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სტიქიის შედეგად 85-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა


Print