რეგიონი
ზუგდიდში ინკასაციის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულთაგან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია
ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული", - აცხადებენ შსს-ში.

ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში 6 მარტს დააკავეს.

ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





Print