ახალი ამბები
აფხაზეთს ელექტროენერგიას სრულად ისევ ენგურჰესი აწვდის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგიას სრულად ისევ ენგურჰესი აწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიას დენი რუსეთის ფედერაციისგან აღარ მიეწოდება.

27 თებერვლიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის რუსეთიდან გადმოქაჩვა დაიწყო. „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგია გუდაუთას, გაგრას და სოხუმის ნაწილს მიეწოდებოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის დანარჩენი ნაწილის მომარაგებას კი ენგურჰესი უზრუნველყოფდა.

ამავე თემაზე:

ბასარია: აფხაზეთისთვის მოწოდებული ელექტროენერგიის საფასური რუსეთის დახმარების ფარგლებში დაიფარება




Print