ახალი ამბები
ბასარია: აფხაზეთისთვის მოწოდებული ელექტროენერგიის საფასური რუსეთის დახმარების ფარგლებში დაიფარება
27 თებერვლიდან აფხაზეთს ელექტროენერგიის მარაოსებრი გამორთვები შეწყდა, მას შემდეგ რაც მისი მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან დაიწყო. ამის შესახებ კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. მან ამ პროცესის ტექნიკური დეტალების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რუსეთიდან ელექტროენერგიას ისინი ქვესადგურ "ფსოუს" მეშვეობით იღებენ. ხოლო ქვესადგური "ბზიფი" გაგრის რაიონს და გუდაუთის ნაწილს ამარაგებს და ის მთლიანად გადართულია რუსულ ელექტროენერგიაზე. აფხაზეთის დანარჩენი ნაწილი "ენგურჰესიდან" მარაგდება. რუსული ელექტროენერგიის საფასური იმ დახმარების ფარგლებში დაიფარება, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს უწევს", - თქვა ბასარიამ.

მისივე თქმით, მაინინგ ფერმები გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება. ამავე ცნობით, ამჟამად აფხაზეთში 18 მაინერია, რომელიც სხვადასხვა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს.

"ჩერნომორენერგოს" მონაცემებით, თუ აფხაზეთში მოქმედი მაინინგ ფერმები წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ, მათ მიერ გახარჯული ენერგიის წლიური მოცულობა 70 მილიონ კილოვატ საათი იქნება. აფხაზეთი ზამთრის პერიოდში დაახლოებით 360 - 370, ხოლო ზაფხულის პერიოდში - 200 მეგავატს მოიხმარს", - განმარტა ბასარიამ.

"დღესდღეობით, ელექტროენერგიის დეფიციტი 70 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს, სწორედ ამდენს მოიხმარენ მაინერები, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მათი საქმიანობის შეჩერების შესახებ", - დასძინა მან.

"აბხაზია ინფორმის"კითხვაზე, რატომ არ იზრდება ტარიფები მაინინგ ფერმების მფლობელებისთვის, როგორც ეს რუსეთში ხდება, ბასარიამ უპასუხა, რომ "სატარიფო პოლიტიკის მიმართ მიდგომა, გაწონასწორებული უნდა იყოს". მისი თქმით, ამჟამად "აფხაზეთში მოქმედი ტარიფები არათუ დაბალია, თვითღირებულებაზეც კი ვერ გადის".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.