რეგიონი
ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ზედაეწერის ბაღის აღმზრდელს 5000 ლარიანი გირაო შეუფარდეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს, რომელსაც ბრალად  ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა ედება, 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სასამართლოში უთხრეს.  

მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო.

შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა.



ამავე თემაზე:

ზედაეწერში მშობელი ბაღის მასწავლებელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
Print