ახალი ამბები
ზედაეწერში მშობელი ბაღის მასწავლებელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
ზუგდიდის სოფელ ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მშობლის თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო. მან მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა.

„პირველი შემთხვევა არ არის. აქამდე დედაჩემი შესწრებია, მაგრამ მან აპატია. ვნახე ჩემს შვილს რომ ანჯღრევდა, ვერ მოვითმინე. ჩემსა და მასწავლებელს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. უზრდელი არისო, გაკვეთილს მირევსო. წაიყვანეო, სადაც გინდაო“, - ამბობს თ.გ.

თ.გ აფხაზეთიდან დევნილია და  ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბაღის შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს.

ბაღის გამგე ფატიმა ხუბუა აცხადებს, რომ ბაღში არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ყველა კითხვას პროკურატურა გასცემს პასუხს. რადიო "ათინათმა" მასწავლებელთან დაკავშირება ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება შეტყობინების საფუძველზე 126-ე მუხლით დაიწყო, რაც  ძალადობას გულისხმობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.